AS: მოჰამედ სალაჰმა მწვრთნელთან უთანხმოების გამო "ლივერპულს" ტრანსფერზე დაყენება სთხოვა

AutoSharing Option
AS-ი ირწმუნება, რომ "ლივერპულის" შემტევ მოჰამედ სალაჰს გუნდის გამოცვლა სურს.

გამოცემის მტკიცებით, სალაჰს სერიოზული უთანხმოება აქვს გუნდის მენეჯერ იურგენ კლოპთან და ამის გამო კლუბის ხელმძღვანელობას ტრანსფერზე დაყენება სთხოვა.

კლუბის ხელმძღვანელები სალაჰს შეხვდნენ და დაარწმუნეს, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება საჭირო არაა, თუმცა პირობა მისცეს, რომ თუ გადაწყვეტილებას არ შეიცვლის, სეზონის დასრულების შემდეგ გუნდიდან წასვლაში არ შეეწინააღმდეგებიან.

სალაჰი "ლივერპულმა" 2017 წელს "რომასგან" 42 მილიონ ევროდ შეიძინა, ამ სეზონში 45 მატჩში 22 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი სატრანსფერო ღირებულება კი
150 მილიონია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
გეთანხმები მეც არ მომწონს, რაღაცნაირი ტიპია.
1
ისე ეს სალაჰი მაგრა არ მევასება,გატენონ რეალს 150 მილიონად მინიმუმ 2 ამაზე კარგ თავდამსხმელს დაითრევს კლოპი ამ ფასად
გვარდი წადი ყატარში
02:06 18-04-2019
2

სიახლეები პოპულარული