21 აპრილს, პრემიერლიგის 35-ე ტურში "ევერტონმა" მოულოდნელად 4:0 გაანადგურა "მანჩესტერ იუნაიტედი".
ოლე-გუნარ სოლსკიაერის გუნდმა ბოლო 5-დან 4 მატჩი წააგო, მათ შორის, უკანასკნელი 2 საერთო ანგარიშით 0:7, "ევერტონთან" შეხვედრაში კი კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა და ისიც 87-ე წუთზე.
"მანჩესტერმა" ამ სეზონში პრემიერლიგაში 48 გოლი გაუშვა. ეს კლუბის ანტირეკორდია. აქამდე ყველაზე ცუდი მაჩვენებელი 1999/2000 და 2001/2002 წლების სეზონში ჰქონდა - 45 გაშვებული გოლი.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ყველა ტურნირზე ზედიზედ 11 მატჩში გაუშვა გოლი, რაც 1998 წლის შემდეგ გუნდის ყველაზე უარესი მაჩვენებელია - ბოლოს გოლი 24 თებერვალს "ლივერპულთან" არ გაუშვა (0:0).
"ევერტონმა" "იუნაიტედს" საკუთარ მოედანზე ბოლოს 4 და მეტი გოლი 1984 წელს გაუტანა.
"მანჩესტერი" 64 ქულით მეექვსე ადგილზეა, ხოლო "ევერტონი" 49 ქულით - მეშვიდეზე.
ლივერპული. "გუდისონი". 39 395 მაყურებელი
ევერტონი - მანჩესტერი 4:0
გოლები: 1:0 რიშარილსონი (13), 2:2 სიგურდსონი (28), 3:0 დინი (56), 4:0 უოლკოტი (64)