"კარდიფის" მწვრთნელმა მოჰამედ სალაჰი წყალში მხტომელს შეადარა [VIDEO]

AutoSharing Option
"კარდიფის" მწვრთნელმა ნილ უორნოკმა "ლივერპულის" თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი ბრიტანელ წყალში მხტომელ ტომ დეილის შეადარა.

უორნოკს "ლივერპულის" მიმართ აგრესია ისედაც არ აკლია. ახლა ისიც დაემატა, რომ "კარდიფი"-"ლივერპულის" მატჩის მე-80 წუთზე სალაჰმა ბურთი "კარდიფის" საჯარიმოში მიიღო, მარცხნივ გაიწია, რა დროსაც მცველი შონ მორისონი ხელით შეეხო ეგვიპტელს და სალაჰიც ეგრევე დაეცა, საკმაოდ არაბუნებრივად.



მსაჯმა პენალტი დანიშნა და ჯეიმს მილნერმაც მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0 "ლივერპულის" სასარგებლოდ.

"ვფიქრობ, საკამათო პენალტი იყო. ჩვენ მივეცით სალაჰს შესაძლებლობა, წაქცეულიყო, ხელით მოვქაჩეთ. საერთო ჯამში
კი, 9.9 ქულით შესაფასებელი ნახტომი გააკეთა, დეილის მსგავსად.

ვეჭვობ, ტომი უფრო მეტ ქულას კოშკურიდან გადმოხტომის შემთხვევაშიც ვერ აიღებდა. აქვე, დარწმუნებული ვარ, თქვენ ისევ დაწერთ, რომ უორნოკი პოეტია", - უთხრა ჟურნალისტებს "კარდიფის" მთავარმა მწვრთნელმა.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული