18 მაისს, ინგლისის თასის ფინალში "მანჩესტერ სიტი" ადვილად გაუსწორდა "უოტფორდს" (6:0) და საშინაო ტრებლი შეასრულა. აქამდე ეს ინგლისში არც ერთ გუნდს არ მოუხერხებია.
რაჰიმ სტერლინგმა ჰეთ-თრიკი შეასრულა.
პეპ გვარდიოლა პირველი მწვრთნელია, რომელმაც ინგლისში სეზონში 4 ტურნირი მოიგო: პრემიერლიგა, თასი, ლიგის თასი და სუპერთასი.
მან კარიერაში 27 ტიტული მოიგო: 14 "ბარსელონაში", 7 "ბაიერნში" და 6 "მანჩესტერ სიტიში".
უკანასკნელად თასის ფინალში 6 გოლი ერთმა გუნდმა 116 წლის წინ გაიტანა - "ბერიმ" "დერბის" 6:0 მოუგო.
ვინაიდან "ქალაქელებმა" ინგლისში ყველაფერი მოიგეს, ინგლისის სუპერფინალში მათი მეტოქე "ლივერპული" იქნება, რომელმაც ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა.
"სიტი" პრემიერლიგის პირველი გუნდია, რომელმაც სეზონში 50 გამარჯვება იზეიმა - გასულ სეზონში დამყარებული თავისივე რეკორდი 6 მოგებით გააუმჯობესა.
ლონდონი. "უემბლი". 85 584 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - უოტფორდი 6:0
გოლები: 1:0 დავიდ სილვა (26), 2:0 სტერლინგი (38), 3:0 დე ბრიუნე (61), 4:0 გაბრიელ ჟეზუსი (68), 5:0 სტერლინგი (81), 6:0 სტერლინგი (88)
მანჩესტერ სიტი: ედერსონი, ზინჩენკო, ლაპორტი, კომპანი, უოკერი, დავიდ სილვა (სტოუნზი 79), გიუნდოგანი (სანე 73), მარეზი (დე ბრიუნე 55), ბერნარდუ სილვა, სტერლინგი, გაბრიელ ჟეზუსი
უოტფორდი: გომესი, ფემენია, კეტკარტი, მარიაპა, ჰოლებასი, დუკურე, კაპუ, პერეირა (საკსესი 66), ჰიუზი (კლევერლი 73), დეოლეფეუ (გრეი 66), დინი