"საუთჰემპტონის" ახალგაზრდული გუნდის ყოფილმა მწვრთნელმა ბობ ჰიგინსმა 24 ფეხბურთელზე სექსუალურად იძალადა.
ВВС-ის ცნობით, არასრულწლოვნებზე ძალადობისთვის ჰიგინსს 23 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
როგორც იტყობინებიან, მისი მსხვერპლი "საუთჰემპტონსა" და "პიტერბოროში", სადაც მუშაობდა, 24 არასრულწლოვანი იყო.
ჰიგინსს 1971-96 წლებში ჩადენილი 45 დანაშაული დაუმტკიცდა.