ბრიტანულმა გამოცემა The Sun-მა ინგლისური პრემიერლიგის ერთ-ერთ კლუბში მომხდარი სიტუაციის შესახებ მოჰყვა, რომელიც ფეხბურთელის სექსუალურ ორიენტაციას ეხება.
ჰომოსექსუალ ფეხბურთელს სურდა, თავისი ორიენტაცია ეღიარებინა, თუმცა კლუბმა ამის უფლება არ მისცა, რადგან ფანების ნეგატიური რეაქციის ეშინია.
ინგლისური მედია იუწყება, რომ კლუბის რიგით ფეხბურთელზე კი არა, ვარსკვლავზეა საუბარი, მაგრამ კლუბსა და ფეხბურთელს არ ასახელებენ.
"კლუბი ელოდება, სანამ ვინმე სხვა ფეხბურთელი არ გააკეთებს ამას პირველი და მსგავს თემებზე საუბარს ვეტოს მოხსნის", - განაცხადა ფეხბურთელთან დაახლოებულმა წყარომ.
ასევე იუწყებიან, რომ თანაგუნდელებმა ფეხბურთელს მხარი დაუჭირეს და
კლუბის საქციელით უკმაყოფილოები არიან, რადგან მათ პოზიციას "დაძველებულად" მიიჩნევენ.
იმის გათვალისწინებით, რომ ინგლისურ პრემიერლიგაში რეგულარულად აქცევენ ყურადღებას ლგბტ მოძრაობის სოლიდარობის საკითხებს, დიდი ალბათობით, FA ამ სიტუაციასაც მიადევნებს თვალს.
- ან არსენალი? - არსენალი არა კაცო სად ყავთ მაგ უბედურებს ვარსკვლავები
- ჯეიმს ვარდს ყავს ცოლი?