პრემიერლიგა ჩათავდა - "მანჩესტერმა" "ლესტერი" ოთხეულს მიღმა დატოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კორონავირუსის გამო ინგლისის ჩემპიონატი მაყურებლების გარეშე განახლდა, ამიტომ ამ საინტერესო ტურნირს ხიბლი გვარიანად მოაკლდა და ასეთი შედეგებით დასრულდა:

პრემიერლიგაში ჩემპიონი და ვიცეჩემპიონი კარგა ხანია გამოვლინდა, უკანასკნელ ტურში კი ყველაფერი გაირკვა.

"მანჩესტერმა" სტუმრად 2:0 მოუგო "ლესტერს" და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა. მეოთხე ადგილი საკუთარ მოედანზე "ვულვერჰემპტონის" მძლეველმა (2:0) "ჩელსიმ" დაიკავა. ეს ოთხი გუნდი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

მეხუთე და მეექვსე პოზიციაბზე გასული "ლესტერი" და "ტოტენჰემი" ევროპა ლიგაზე მიიღებენ მონაწილეობას, ოღონდ ლონდონური კლუბი გათამაშებაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.

"ვულვერჰემპტონმა", "არსენალმა" და "შეფილდ" იუნაიტედმა"
მეშვიდე-მეცხრე ადგილები დაიკავეს. თასის ფინალში გამარჯვების შემთხვევაში "არსენალი" ევროპა ლიგაზე გავა, ხოლო თუ "ჩელსიმ" იმარჯვა, ამ ტურნირზე შესარჩევი ეტაპიდან "ვულვერჰემპტონი" იასპარეზებს, ხოლო "ტოტენჰემი" პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე გავა.

პრემიერლიგა "ბორნმუთმა", "უოტფორდმა" და "ნორვიჩმა" დატოვეს.

არსენალი - უოტფორდი 3:2
ბარნლი - ბრაიტონი 1:2
ჩელსი - ვულვერჰემპტონი 2:0
კრისტალ პალასი - ტოტენჰემი 1:1
ევერტონი - ბორნმუთი 1:3
ლესტერი - მანჩესტერი 0:2
მანჩესტერ სიტი - ნორვიჩი 5:0
ნიუკასლი - ლივერპული 1:3
საუთჰემპტონი - შეფილდ იუნაიტედი 3:1
ვესტ ჰემი - ასტონ ვილა 1:1

- 16 მატჩში არ გაუშვა გოლი "მანჩესტერ სიტის" მეკარე ედერსონმა და ამ მაჩვენებლით საუკეთესო გახდა.
- 23 გოლით ბომბარდირი "ლესტერის" 33 წლის თავდამსხმელი ჯეიმი ვარდი გახდა - უკანასკნელი 72 წლის განმავლობაში ის პრემიერლიგის ყველაზე ასაკოვანი მთავარმეგოლეა.
- "ლივერპულმა" 31 მატჩი მოიგო და "მანჩესტერ სიტის" რეკორდი გაიმეორა.
- "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრიუინმა 20 საგოლე გადაცემა გააკეთა და 2002/03 წლების სეზონში ტიერი ანრის დამყარებული რეკორდი გაიმეორა.
- "ლივერპულმა" 99 ქულა დააგროვა და ორი წლის წინ "მანჩესტერ სიტის" მიერ დამყარებული 100-ქულიანი რეკორდი ვერ დაამხო.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული