"მანჩესტერ სიტიმ" პრემიერლიგა "ვესტ ჰემის" განადგურებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მანჩესტერ სიტიმ" პრემიერლიგის პირველ ტურში გასვლაზე ლონდონის "ვესტ ჰემ იუნაიტედი" გამანადგურებელი სხვაობით დაამარცხა- 5:0.

შეხვედრაში ჰეთ თრიკი შეასრულა რაჰიმ სტერლინგმა. ინგლისელმა მე-2, მე-3 და მე-5 გოლები გაიტანა. ანგარიში კი გაბრიელ ჟეზუშმა გახნა , მე-4 გოლი პენალტის ნიშნულიდან სერხიო აგუერომ გაიტანა.

ინგლსისი პრემიერლიგა, 1-ლი ტური

ლონდონი, "ლონდონ სტეიდიუმი", 59 870 მაყურებელი

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ სიტი" - 0:5

0:1 გაბრიელ ჟეზუში (25), 0:2 რაჰიმ სტერლინგი (51), 0:3 რაჰიმ სტერლინგი (75), 0:4 სერხიო აგუერო (86), 0:5 რაჰიმ სტერლინგი (90+1)

"ვესტ ჰემი"- ფაბიანსკი,
ქრისველი, ბალბუენა, დიუფი, უილშირი (სნოუგრასი, 56), ანტონიო (პაბლო ფორნალსი, 46) ლანსინი, ფელიპე ანდერსონი (ჩიჩარიტო, 66), რაისი, ალერი

"მანჩესტერ სიტი"- ედერსონ მორაეში, ზინჩენკო, სტოუნსი, ლაპორტი, უოლქერი, დავიდ სილვა (ფოდენი, 80), დე ბრუინი (გიუნდოგანი, 79), მარეზი, სტერლინგი, გაბრიელ ჟეზუში (აგუერო, 69)


პრემიერლიგის მეორე ტურში "ვესტ ჰემი" გასვლაზე "ბრაიტონს" შეხვედბა, ხოლო "მანჩესტერ სიტი" საკუთარ მოედანზე "ტოტენჰემ ჰოთსპურს" მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული