"არსენალის" გერმანელმა ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა და ბოსნიელმა სიდ კოლასინაჩმა პრემიერლიგის პირველ ტურში "ნიუკასლის" წინააღმდეგ მატჩის განაცხადში ადგილი ვერ მოიპოვეს.
როგორც "ტელეგრაფი" იუწყება, გასულ ხუთშაბათს, გერმანელი მოთამაშის სახლთან ორი მამაკაცი - სალამან ექინჩი და ფერჰათ ერქანი დააკავეს, მათ ფეხბურთელის საცხოვრებელ სახლის დაცვასთან უსიამოვნება მოუვიდათ.
ეს ბოლო 1 თვის განმავლობაში რიგით მეორე ინციდენტია, რომელიც იოზილს უკავშირდება. ივლისში მის ავტომობილს მძარცველები დაესხნენ, გერმანელს კოლოსინაჩმა უშველა.
საქმის მოსმენა სექტემბერშია ჩანიშნული, თუმცა ბრიტანული პოლიციის ინფორმაციით, აღნიშნულ ორ საქმეს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს.
17:00 11-08-2019
კიდევ ერთი ინციდენტი: მესუთ იოზილის სახლთან ორი მამაკაცი დააკავეს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული