ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველ მესუთ იოზილის მანქანას თავს შეიარაღებული მძარცველები დაესხნენ. თუმცა გერმანელ ფეხბურთელს დამხმარედ ბოსნიელი თანაგუნდელი სეად კოლოშინაცი მოევლინა.
აღნიშნული ვიდეო "ტვიტერზე" მომხმარებელმა, სახელად @smhjaames-მა განათავსა, ხოლო ერთ-ერთმა კი ვიდეოს ქვეშ კომენტარი დაწერა - "პირველად ვნახე, რომ კოლაშინაცი ვინმეს/რამეს იცავს".
თუმცა, ამას გარდა, საინტერესო მესუთ იოზილის საქციელიც არის. მის დასაცავად ჩხუბში ჩართული კოლოშინაცი გარეთ დატოვა და მანქანა დაძრა.
მომზადებულია eurosport-ის მიხედვით