ინგლისელმა ფეხბურთელმა უსეინ ბოლტის ყოფილი მეგობარი ქალის გამო ოჯახი დაანგრია [PHOTO]

AutoSharing Option
37 წლის ცენტრალურ მცველ ფილ იაგიელკას ინგლისის ნაკრებში ჩატარებული 39 მატჩით (3 გოლი) შეუძლია დაიკვეხნოს. ის ახლახან "შეფილდ იუნაიტედში" დაბრუნდა და პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარება. თუმცა, ეს მის ცხოვრებაში ერთადერთი ცვლილება როდია.

ფეხბურთელი მეუღლეს, ემილის გასცილდა, რომელსაც 2006 წლიდან ხვდებოდა, 2009 წელს კი მასზე დაქორწინდა.

იაგიელკამ ოჯახი მოდელ ჰოლი იანგის გამო დაანგრია. ემილი შიოკში ჩავარდა, როდესაც გაიგო, რომ ფილმა ჰოლი საჩუქრებით აავსო.

მოკლედ, იაგიელკამ თავისი 3 მილიონ ფუნტად ღირებული სახლი დატოვა და ახალ გულისსწორთან გადაბარგდა.

ცნობისათვის, იანგი 2017 წლამდე ცნობილი
მძლეოსნის, უსეინ ბოლტის მეგობარი გოგონა იყო.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული