ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ლომი ვარ - თუ "მანჩესტერს" ვჭირდები, აქ ვარ

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს გალაქსის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ "მანჩესტერში" დასაბრუნებლად მზადაა, რომელიც 2018 წელს დატოვა.

"ლომი ვარ, ლომი კი მუდამ ბრდღვინავს. თავისუფლად შემიძლია პრემიერლიგაში თამაში. თუ "მანჩესტერს" ვჭირდები, აქ ვარ. თუმცა, ჯერ "გალაქსიში" ვიმყოფები და ამაზე ვარ კონცენტრირებული. ჩემს სამუშაოს ევროპაში ვასრულებდი და ეს მომწონდა.

33 ტურნირი მაქვს მოგებული და იმედია, რაღაცას აქაც მოვიგებ - მაშინ ვნახავთ, სად დავასრულებ კარიერას. "მანჩესტერის" მატჩებს ვაკვირდები. ვუყურე "კრისტალ პალასთან" შეხვედრას. პენალტი რომ გაეტანათ, სხვა თამაში წავიდოდა, - განუცხადა იბრაჰიმოვიჩმა "მირორს".

37 წლის იბრამ
ბოლო 3 მატჩში 6 გოლი გაიტანა, MLS-ის მიმდინარე პირველობაზე კი 22 შეხვედრაში 22-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ამან ხომ მოხნა ტვინი. ნამდვილი ლომი რომ გადაეყაროს მერე ნახეთ ამის ბრდღვინვა.
Alioxa
05:45 29-08-2019
1
წამო დინამოში
ტეტე1234
18:08 05-09-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული