როი კინი: ჩემთვის სულ ერთია, ალექს ფერგიუსონი იქნება თუ რომის პაპი, არ ვაპატიებ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა როი კინმა "წითელი ეშმაკების" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი გააკრიტიკა.

კინი "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას 1993-დან 2005 წლამდე იცავდა, რის შემდეგაც კლუბი სკანდალის თანხლებით დატოვა.

"ჩემთვის სულ ერთია, ალექს ფერგიუსონი იქნება თუ რომის პაპი. ფერგიუსონს არ ვაპატიებ. ყველა ეს საუბარი პრესაში, თითქოს მე ყველა დავაღალატე, სისულელეა. ადამიანები ამბობენ, როგორ ადამიანური მიდგომა აქვს ფერგიუსონს სამსახურის მიმართ. სისულელეა. ამბობენ, რომ ის ყოველთვის კლუბის ინტერესებზე ფიქრობდა, მაგრამ მისმა ვაჟმა დარენ ფერგიუსონმა მედალი "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად მოიგო, როგორ გაუმართლა, არა?!", -
ციტირებს კინს გამოცემა AS.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული