16 წლის მცველმა გუშინ "ოლდ ტრაფორდზე" გაიტანა, დღეს სკოლაში გამოცდა აქვს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაც უნდა იყოს, 16 წლის ასაკში "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში გატანილი გოლი არასდროს დაგავიწყდება. არც მაშინ, თუ ეს შეხვედრა ლიგის თასზე იყო, "მანჩესტერმა" შენს გუნდს პენალტების სერიაში მოუგო და შენ ამ თამაშის მეორე დღეს სკოლაში ფსიქოლოგიის გამოცდა გაქვს.

ზემოთ ჩამოთვლილი ამბები ინგლისის ლიგა 1-ის კლუბ "როჩდეილის" მცველ ლუკ მეითსონს ეხება. 16 წლის ლუკმა გუშინ, 25 სექტემბერს გამართულ შეხვედრაში "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედს" ანგარიში გაუთანაბრა და მისი გოლის წყალობით გადავიდა თამაში დამატებით დროში. დღეს კი, 26 სექტემბერს, ლუკს სკოლაში ფსიქოლოგიის
გამოცდა აქვს.

"მე დღესაც სკოლაში უნდა ვყოფილიყავი, თუმცა ხვალ აუცილებლად უნდა მივიდე, რადგან ფსიქოლოგიაში ტესტი მაქვს დასაწერი. ერთი სული მაქვს, ამას როდის გავაკეთებ. არა მგონია, ამ ღამით დამეძინოს.

"როჩდეილი" და სკოლა ყოველთვის გვერდში მედგნენ. მე ძალიან მიყვარს სწავლა და ამაზე უარის თქმას არ ვაპირებ. ფეხბურთი გარანტია არაა, არ იცი, ცხოვრებაში რა მოხდება. შეიძლება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდე და შეიძლება ვერც ვერაფერს მიაღწიო. მე კი ალტერნატიული გეგმა და გზა მინდა მქონდეს ცხოვრებაში," - თქვა 15 წლის მარჯვენა მცველმა თამაშის შემდეგ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა მოხდა, ნიშანი ისე დაუწერონო, ასეთები ჯერ არ დაწერილა? :D
giorgi
13:28 26-09-2019
1
15 წლის კი არა, 16 წლისაა ეს ბიჭი.
დიმო
12:19 26-09-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული