რომან აბრამოვიჩი ნეიმარის შესაძენად 300 მილიონის გადახდას გეგმავს

AutoSharing Option
El Desmarque-ი ირწმუნება, რომ "ჩელსის" მფლობელ რომან აბრამოვიჩს გულში პსჟ-ის თავდამსხმელ ნეიმარის შეძენა აქვს ამოჭრილი.

გამოცემის მტკიცებით, აბრამოვიჩი მზადაა, ტრანსფერში 300 მილიონი ევრო გადაიხადოს, თავად ფეხბურთელს კი სეზონურ გასამრჯელოდ 42 მილიონი დაუნიშნოს.

თუ ნეიმარი "გაარისტოკრატდა", მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

ნეიმარი გუშინ, 26 სექტემბერს კატალონიაში ჩაფრინდა, სადაც "ბარსელონას" წინააღმდეგ სასამართლო პროცესში მიიღებს მონაწილეობას. როგორც ის აცხადებს, "ბარსას" ბონუსების სახით მისი 26 მილიონი მართებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული