"ლივერპულის" თავდამსხმელმა სადიო მანემ თანაგუნდელ მოჰამედ სალაჰთან კონფლიქტზე ისაუბრა, რომელიც "ბერნლისთან" შეხვედრაში დაფიქსირდა.
"მსგავსი შეიძლება მოხდეს ფეხბურთში. ცოტა დამწუხრებული ვიყავი. ყოველთვის გინდა, უფრო მეტი გოლი გაიტანო. ხომ ნახეთ, "სიტიმ" 8:0 მოიგო.
თუმცა მსგავი რამე შეიძლება მოხდეს. ის ვერ მხედავდა. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ", - თქვა მანემ.
მომზადებულია liverpoolecho-ს მიხედვით