
"მანჩესტერ იუნაიტედი" ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველით, მირალემ პიანიჩის შეძენით არის დაინტერესებული.
Calciomercato-ს ცნობით, "წითელი ეშმაკები" პიანიჩის შესაძენად იბრძოლებენ, რომელიც ტურინულ კლუბს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ შეუთანხმდა.
პიანიჩსა და "იუვენტუსს" შორის კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.
პიანიჩმა მიმდინარე სეზონში "იუვენტუსის" მაისურით 9 მატჩი ითამაშა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 70 მლნ ევროა.