პიანიჩმა რუსეთის მიმართ შეხედულება შეიცვალა? - ბოსნიელი ამბობს, რომ ცსკ-ში გადასვლით ბედნიერია, მისმა მეგობარმა კი ტრანსფერის შესახებ განმარტება გააკეთა

AutoSharing Option
რუსულ მედიაში მირალემ პიანიჩის ცსკ-ში გადასვლის შემდეგ ვნებათაღელვა არ ცხრება. რა თქმა უნდა, ამის მთავარი მიზეზი ბოსნიელის მიერ 2022 წელს ნათქვამი სიტყვებია.

მაშინ "ბარსელონასა" და "იუვენტუსის" ყოფილმა ფეხბურთელმა რუსეთში ჩასვლასა და ამხანაგური მატჩის გამართვაზე უარი განაცხადა და ამას ძალიან ცუდი გადაწყვეტილება უწოდა.

"ეროვნული ნაკრების სპორტულმა დირექტორმა დამირეკა და მითხრა, რომ შესაძლებელია რუსეთთან გვეთამაშა. ვუპასუხე, რომ ამ დროისთვის ამას აზრი არ ჰქონდა, რადგან ფიფამ და უეფამ ამ ქვეყანას სანქციები დაადო.

მთელი მსოფლიო იტანჯება იმ სიტუაციით, რომელიც ახლა ხდება და ჩვენ მათ
პირველები უნდა ვეთამაშოთ?! - მოდით, ცუდი შთაბეჭდილება არ მოვახდინოთ", - თქვა მაშინ პიანიჩმა.

სამაგიეროდ, ცსკ-ში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩარიცხვისა და 2 წლის მერე ბოსნიელმა შეხედულება აშკარად რადიკალურად შეიცვალა და ახლა ამბობს, რომ მოსკოვურ გუნდში გადასვლით უბედნიერესია.

"ძალიან ბედნიერი ვარ! მოუთმენლად ველოდები ახალ კლუბში დებიუტს. ცსკა-ს შესახებ ბევრი რამ ვიცი, ის დიდი კლუბია. რაჰიმიჩთან (ცსკ-ს ყოფილი ბოსნიელი ფეხბურთელი) ტრანსფერი განიხილე? - დიახ, ის კლუბის ლეგენდაა და ჩემი კარგი მეგობარია. რას ვეტყოდი ცსკ-ს გულშემატკივარს? - მალე შევხვდებით!", - აქვეყნებს პიანიჩის სიტყვებს Sports.ru.

პიანიჩის გადაწყვეტილებასა და კარიერის რუსეთში გაგრძელებაზე კომენტარი სწორედ ელვერ რაჰიმიჩს სთხოვეს, რომელსაც მოსკოვურ კლუბში 240 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ცსკ-ს ფორმას 13 წლის განმავლობაში ირგებდა.

"ყველაფრის დასაწყისში, რაც რუსეთსა და უკრაინას შორის ხდებოდა, ევროპაში მხოლოდ ერთი აზრი არსებობდა. ალბათ, ევროპაში ზოგადი პოლიტიკური განწყობის გავლენა იყო.

პოლიტიკოსებს აქვთ გავლენა ყველგან, მათ შორის, ფეხბურთელებზე და მთლიანად საზოგადოებაზე. მირალემი ახლა აბსოლუტურად გონივრულად ფიქრობს.

ვფიქრობ, ბოსნიაში არავის აქვს ცუდი აზრი რუსეთის წინააღმდეგ, პირიქით, ყველას კარგი დამოკიდებულება აქვს. თქვენ თვითონ იცით, რომ პრობლემები არ არის.

ბევრი ფეხბურთელი ჩამოვიდა და თამაშობდა რუსეთში. ესენი იყვნენ ბოსნიიდან თუ ყოფილი იუგოსლავიიდან. ამიტომ, დამოკიდებულება ძალიან კარგი და თბილია", - აქვეყნებს რაჰიმიჩის სიტყვებს TASS-ი.

აქვე გეტყვით, რომ ჟურნალისტ ივან კარპოვის ინფორმაციით, პიანიჩმა ცსკ-სთან კონტრაქტი 1 წლით გააფორმა, მაგრამ მხარეების სურვილის შემთხვევაში, თანამშრომლობა კიდევ 1 წლით გაგრძელდება. ბოსნიელი სეზონურად 1 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეტყობა პირანია და იზიდავს რუსეთი მერე ჯიქია ჭაჭას ჩამოგიტანს და უფრო გაპიანიჩდები
ჩემო მირალემ
01:34 27-09-2024
0
ნუ ზოგადა ეგრე ეცვლებათ აზრივნება როცა მაღალ ხელფას ეხება ვინც ყველაზე მეტად ეძახის სხვას რუსეთის მონას სწორედ ის ადამიანები იქცევიან მასე რომ შესთავაზო რუსეთში კარგი ხელფასიანი სამსახური იმს საქართველოს მოქალაქებს რომლებიც არალუშულ კანონს გაიძახოდნენ დარწმუნებული ვარ 200%
ვაკეშიკ
14:52 26-09-2024
4

სიახლეები პოპულარული