არნახული გოლი - ფეხბურთელმა საკუთარი ნახევრიდან თავით გაიტანა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის მე-7 დივიზიონში "ბასფორდ იუნაიტედსა" და "იუნაიტედ ოფ მანჩესტერს" შორის მატჩში აქამდე არნახული გოლი გავიდა.

მატჩის 62-ე წუთზე "მანჩესტერის" ფეხბურთელმა საკუთარი ნახევრიდან ბურთი მოიგერია, რასაც საკუთარ ნახევარზე "ბასფორდის" მცველი სტეფან გალინსკი დახვდა და ბურთი თავით კარისკენ გადაგზავნა.

"მანჩესტერის" მეკარე რატომღაც წინ გამოვიდა და მანძილი ვერ გათვალა, რა დროსაც ბურთმა თავზე გადაუფრინა და კარში შევიდა.

"ბასფორდმა" 3:1 მოიგო. "იუნაიტედ ოფ მანჩესტერი" ნახევრად პროფესიონალური კლუბია, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანებმა 2005 წელს დააარსეს, რადგან გლეიზერების ოჯახის მიერ კლუბის ყიდვით უკმაყოფილონი იყვნენ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გოლი ისე რა, მაგრამ მე-7 დივიზიონის რიგით მატჩს იმდენი გულშემატკივარი ესწრება, რომა გავსკდი შურით
შურიანი
19:37 17-10-2019
0
ვერ გათვალა კი არა დასაჭერია ეგ მეკარე;დ
test
20:11 17-10-2019
0

სიახლეები პოპულარული