"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა "ლივერპულთან" გასამართი მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა და "მერსისაიდელებს" წაკბინა.
"დარწმუნებული ვარ, ჩვენ მოვღონიერდებით და პრემიერლიგას ისევ მოვიგებთ. ეჭვიც კი არ მეპარება, რომ ამას 30 წელზე უფრო ნაკლებ დროში მოვახერხებთ.
ასეთ შეხვედრებში მიღწეულმა კარგა შედეგმა, შეიძლება, სეზონი უკეთესობისკენ შემოაბრუნოს. ეს ფეხბურთელებს მოტივაციასა და თვითრწმენას შემატებს,"- თქვა "წითელი ეშმაკების" დამრიგებელმა.
"მანჩესტერსა" და "ლივერპულს" შორის დღეს, 20 ოქტომბერს, 19:30 საათზე გაიმართება. 8 ტურის შემდეგ "ლივერპული" პრემიერლიგას უდანაკარგოდ ლიდერობს, ხოლო "მანჩესტერ იუნაიტედს" 9 ქულა აქვს და გასავარდნი
ზონიდან 1 ქულით არის დაშორებული.