პეპ გვარდიოლა: "ბაიერნში" არავინ მყავდა, ვისაც 3 ფეხბურთელის მოტყუება და გოლის გატანა შეეძლო

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" თავკაცმა, ესპანელმა ხოსეპ გვარდიოლამ Catalunya Radio-სთან ინტერვიუში "ბარსელონაზე", მესისა და მიუნხენის "ბაიერნზე" ისაუბრა.

"ძალიან ბევრი კარგი მწვრთნელია, რომლებსაც არაფერი მოუგიათ, იმიტომ, რომ მესის მსგავსი ფეხბურთელი არ ჰყავთ. ფეხბურთი მოთამაშეებს ეკუთვნით და მესის თანასწორი ამ სპორტში არასდროს არავინ იქნება.

"ბარსელონაში" პირველი გუნდი ჩამაბარეს. შესანიშნავი პრეზიდენტი (ლაპორტა) მყავდა. გუნდში კი - გამოცდილი ფეხბურთელებისა და მესის მსგავსი მოთამაშეების ნაზავი. რამდენიმე ბრწყინვალე ფეხბურთელს ვწვრთნიდი.

არ არსებობს მოთამაშე, რომელიც დაცვაზე საერთოდ არ ფიქრობს, თუმცა, ყველაფერთან ერთად, შენი ფეხბურთელების ხარისხთან გიწევს შეგუება. "ბარსელონა" კარგად
მაშინ თამაშობდა, როცა ცრუფორვარდის პოზიციაზე ლაუდრუპი და შემდეგ მესი თამაშობდნენ.

იმავეს გაკეთება მე მიუნხენის "ბაიერნში" ვცადე, თუმცა იქ არ მყავდა ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც დრიბლინგით 3 მეტოქის მოტყუება და გოლის გატანა შეეძლო. ასე რომ, ჩვენ ალტერნატივებზე მუშაობა გვიწევდა", - თქვა 48 წლის გვარდიოლამ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
სიტის თამაშზე რას იტყვით
ანრი
01 ნოემბერი 2019 08:18
0
შარლატანია ეგ კაცი!
ძალიან "პრეტენზიული" ტაქტიკა აქვს-მესი, ხავი და ინიესტა ერთად ჭირდება. ბარსას მერე, ევროსარბიელზე არაფერი მოუგია.იქ კიდე, ძირითადში, 11 ეპოქალური ფეხბურთელი ჰყავდა.
ბაიერნში აწყობილი სისტემა დაშალა და საკუთარი თავის გარდა, ყველას და ყველაფერს აბრალებდა წარუმატებლობას-გუნდის ექიმსაც კი :). გაუთავებელი ტვინიკოსობები და ექსპერიმენტები+წინ და უკან, მონოტონურად, ბურთის გორება.
1234
30 ოქტომბერი 2019 23:18
0
ნუ წუწუნებ, რობენი და რიბერი გყავდა, მაგრამ გერმანული ფეხბურთის ფლაგმანს შენი სათამაშო ფილოსოფია ვერ მოარგე.
Mazzola
30 ოქტომბერი 2019 22:22
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული