3 ნოემბერს, პრემიერლიგის მე-11 ტურში "მანჩესტერ სიტიმ" დაძაბულ მატჩში 2:1 სძლია "საუთჰემპტონს".
"ქალაქელთა" მცველმა კაილ უოკერმა გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.
"მანჩესტერ სიტი" ლიდერ "ლივერპულს" 6 ქულით ჩამორჩება და 10 ნოემბერს "ენფილზე" დაუპირისპირდება.
მანჩესტერი. "ეტიჰადი". 53 922 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - საუთჰემპტონი 2:1
გოლები: 0:1 უორდ-პროუზი (13), 1:1 აგუერო (70), 2:1 უოკერი (86)