ჰენრიხ მხითარიანმა ახსნა თუ რატომ დატოვა ლონდონის "არსენალი"

AutoSharing Option
"რომას" სომეხმა ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა მოჰყვა თუ რატომ დატოვა ლონდონის "არსენალი" გასულ ზაფხულს.

უნაი ემერის მისვლის შემდეგ ნახევარმცველის როლი შეიცვალა - მხითარიანი უფრო ღრმად თამაშობდა და გუნდის შეტევებზე გავლენა არ ჰქონდა. ამ ფაქტორმა და სათამაშო დროის უმცირესობამ ფეხბურთელი კლუბის დატოვების გადაწყვეტილებამდე მიიყვანა.

"ემერი დიდ დროს უთმობდა ტაქტიკას. ვინგერად ვიწყებდი, მაგრამ ბურთის გათამაშება საყრდენთან მევალებოდა. ამიტომ ვერ შევძელი გუნდისთვის გოლების გატანა და საგოლე გადაცემების გაკეთება. მე უფრო თავისუფლად მირჩევნია თამაში და თავისუფალი ზონების მოძებნა, მაგრამ თქვენ უნდა შეასრულოთ ის სამუშაო, რომელსაც
მწვრთნელი გთხოვთ. მე კი სათადარიგო სკამზე ყოფნას ვერ დავიწყებდი.

ჩემი ძლიერი მხარეები ვიცი და რისი გაკეთებაც შემიძლია ისიც ვიცი. უკვე 30 წლის ვარ და თამაში მიყვარს და არა სკამზე ყოფნა.

ემერიმ და რაულ სანლეჰიმ (სპორტული დირექტორი) მითხრეს, რომ "არსენალისთვის" მნიშვნელოვანი ვარ, მაგრამ მე "რომასთან" მოვაწერე კონტრაქტი, რადგან დამანახეს, რომ ჩემი იმედი აქვთ", - თქვა მხითარიანმა Fourfourtwo-თან.

მიმდინარე სეზონში მხითარიანმა "რომაში" 4 მატჩი გამართა, სადაც 1 გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გაკეთა. აქამდე მხითარიანი "არსენალის" გარდა "მანჩესტერ იუნაიტედსა" და დორტმუნდის "ბორუსიაში" თამაშობდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული