პრემიერლიგის კიდევ ერთი ხიბლი: ჟოზე მოურინიო "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელია

AutoSharing Option
გათავისუფლებული მაურისიო პოჩეტინოს ნაცვლად, "ტოტენჰემ ჰოთსპურის" მთავარ მწვრთნელად პორტუგალიელი "ფენომენი" ჟოზე მოურინიო დაინიშნა.

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ჩელსის" ყოფილმა დამრიგებელმა "ტოტენჰემთან" კონტრაქტს ხელი 2022-23 წლების სეზონის ბოლომდე მოაწერა.

"ტოტენჰემის" ფეხბურთელებისა და აკადემიის ხარისხით აღფრთოვანებული ვარ. ამ ფეხბურთელებთან მუშაობა არის ის, რაც მიზიდავს", - თქვა 56 წლის მწვრთნელმა.

"სპურსის" დირექტორმა დანიელ ლევიმ კი თქვა, რომ ჟოზეს სახით მათ მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული მწვრთნელი მიიყვანეს.

მოურინიო 2018 წლიდან უმუშევარი იყო, მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაათავისუფლეს. ახლა ის ჩაიბარებს გუნდს, რომელიც პრემიერლიგის
ცხრილში მე-14 ადგილზეა და ბოლო 5 თამაშში ერთხელაც არ მოუგია.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით