ჟოზე მოურინიო: სოლსკიაერისნაირი სამუშაო მინდა, სულ რომ მომავალზე ვისაუბრო

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, ოლე გუნარ სოლსკიაერის შესახებ ისაუბრა.

"ამ კვირაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" შესანიშნავია პიარ-სამუშაო გასწია, რომ მატჩამდე პოზიტიური ატმოსფერო შეექმნა. მინდა ისეთივე სამუშაო მოვძებნო, როგორიც სოლსკიაერს აქვს და მუდმივად მომავალზე ვისაუბრო.

ვფიქრობ, ეს მშვენიერი სიტუაციაა: კონტრაქტი 3 წლით, ახალგაზრდა ფეხბურთელები. ჩემი აზრით, ეს ბრწყინვალე სამუშაოა ისეთ დიდ კლუბში, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია" - თქვა მოურინიომ Daily Mail-თან საუბარში.

"მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლივერპულს" შორის მატჩი პრემიერლიგის მე-9 ტურში ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. "ლივერპული" პირველ ადგილზეა,
ხოლო "იუნაიტედი" - მე-13-ზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული