პორტუგალიელის მიზანი მიუნხენის "ბაიერნში" მუშაობაა. "რეკორდმაისტერის" ამჟამინდელ თავკაც თომას ტუხელს სეზონის ბოლოს "ალიანს არენიდან" აბარგებას უწინასწარმეტყველებენ, რადგან არადამაკმაყოფილებელი შედეგები აქვს.
მეორე მხრივ, "ბაიერნმა" შესაძლოა, ჩაბი ალონსო მიიწვიოს, რომელიც ამჟამად "ლევერკუზენს" ავარჯიშებს და ამ შემთხვევაში ვაკანტური "ფარმაცევტთა" მესაჭის პოსტი რჩება.
გავრცელებული ინფორმაციით, ჟოზე უარს არც ამ სამსახურზეა.