პრემიერლიგას დევიდ მოიესიც უბრუნდება, თანაც, ძველ კლუბს

AutoSharing Option
Sky Sports-ი ავრცელებს ცნობას, რომ ჟოზე მოურინიოს შემდეგ პრემიერლიგას მალე ცნობილი შოტლანდიელი სპეციალისტი დევიდ მოიესიც დაუბრუნდება.

56 წლის მწვრთნელს "ევერტონს" უკავშირებენ, სადაც 2002/13 წლებში უკვე მუშაობდა. "კანფეტებს" ამჟამად სათავეში მარკო სილვა უდგას, რომელსაც ძალიან ცუდი შედეგები აქვს.

პრემიერლიგის საწყისი 13 ტურის შემდეგ "გუდისონ პარკის" ბინადრებს 14 ქულა აქვთ და მე-15 ადგილზე იმყოფებიან.

რაც შეეხება მოიესს, "ევერტონის" შემდეგ ის "მანჩესტერ იუნაიტედს", "სოსიედადს", "სანდერლენდსა" და "ვესტ ჰემს" ავარჯიშებდა, თუმცა არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო ყველა გუნდიდან დაითხოვეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული