ამაღელვებელი მომენტი: "ვესტ-ჰემის" 33-წლის მეკარე პრემიერლიგაში დებიუტის შემდეგ ატირდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ვესტ ჰემის" 33 წლის მეკარე დევიდ მარტინი "ჩელსისან" მოპოვებული გამარჯვების (1:0) შემდეგ ატირდა, რისი მიზეზიც მისი პრემიერლიგაში დებიუტი გახლდათ.

მარტინს, რომელიც ლონდონური კლუბის მე-3 მეკარე გალხავთ, კარიერის უდიდესი ნაწილი ინგლისის ლიგა ერთში აქვს გატარებული და "ვესტ ჰემს" წლევანდელ სეზონში შეუერთდა "მილოულიდან".

იქიდან გამომდინარე, რომ კლუბის ძირითადმა  მეკარე ლუკაშ ფაბიანსკიმ ტრავმა მიიღო, ძირითადი მეკარის პოზიცია ესპანელმა რობერტო ხიმენესმა დაიკავა, თუმცა დამაჯერებლად არ გამოიყურებოდა და "ვესტ ჰემის" ჩილელმა მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ შანსი 33 წლის მარტინს მისცა.

მარტინმა გამოიყენა კიდეც აღნიშნული შანსი
და "ვესტ ჰემმაც" უკანასკნელ 9 შეხვედრაში პირველად არ გაუშვა გოლი. უკვე ვეტერანი კიპერისთვის იმდენად ამაღელვებელი მომენტი იყო უმაღლეს ლიგაში დებიუტი, რომ მატჩის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული