"მანჩესტერ სიტიმ" "ბარნლის" უპრობლემოდ სძლია - გვარდიოლა ამბობს, რომ ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-15 ტურში "მანჩესტერ სიტიმ" სტუმრად 4:1 დაამარცხა "ბარნლი".

დუბლი თავდამსხმელმა გაბრიელ ჟეზუსმა შეასრულა. ნახევარმცველმა ბერნარდო სილვამ ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

"სიტი" 32 ქულით ჯერჯერობით მეორე ადგილზეა და ლიდერ "ლივერპულს", რომელიც 5 დეკემბერს "ევერტონს" მასპინძლობს, 8 ქულით ჩამორჩება.

ამ შეხვედრის წინ "ქალაქელთა" მენეჯერმა პეპ გვარდიოლამ თქვა, რომ ჯერ დაკარგული არაფერია და ოქროს მედლებისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.

ბარნლი. "ტერფ მური". 20 101 მაყურებელი
ბარნლი - მანჩესტერ სიტი 1:4
გოლები: 0:1 გაბრიელ ჟეზუსი (24), 0:2 გაბრიელ ჟეზუსი (50), 0:3 როდრი (68), 0:4
მარეზი (87), 1:4 ბრეიდი (89)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული