"ლივერპულის" ფეხბურთელის ყოფილ შეყვარებულს ბრალად ტერორიზმის მხარდაჭერა ედება, თანხა კი "გასაოცარია"

AutoSharing Option
"ლივერპულის" ფეხბურთელი ოლუვასეი ოჯოს ყოფილი მეგობარი გოგონა ამაანი ნური, რომელიც სილამაზის სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებული გახლათ, ინგლისის პოლიციამ ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

ამაანი ნური დამნაშავედსცნეს ორგანიზაციისათვის 41 ევროს გადარიცხვაში, რომელიც შესაძლოა, ტერორისტული მიზნებით ყოფილიყო გამოყენებული.

თავად გოგონა ამტკიცებდა, რომ ფული სირიაში მცხოვრები ქალებისა და ბავშვებისათვის საკვები პროდუქტების შეძენისათვის გადარიცხა და არც კი წარმოედგინა, თუ სხვა მიზნით შეეძლო ვინმეს მისი გამოყენება.

სანამ გოგონა ასეთ ციებ-ცხელებაშია, მისი ყოფილი შეყვარებული "ლივერპულმა" "რეინჯერსში" გაანათხოვრა, სადაც ჩატარებულ 27 მატჩში ოჯომ 5 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა
გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰმ, 41 შემოხაზა ამანაც?
Mateus
13:44 13-12-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული