14 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-17 ტურში "ლივერპულმა" სახლში 2:0 მოუგო "უოტფორდს".
დუბლი მოჰამედ სალაჰმა შეასრულა. მან ყველა ტურნირზე "წითლებში" 126 მატჩში 84 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ლუის სუარესს გაუსწრო.
50-ე წუთზე მასპინძლების გატანილი გოლი მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ არ ჩათვალა, რადგან თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
"ლივერპული" ჩემპიონატზე ბოლო 34 მატჩის განმვლობაში დაუმარცხებელია, რომელთაგან 29 მოიგო და ეს მისი საკლუბო რეკორდის განახლებაა - უკანასკნელად 3 იანვარს გასვლაზე "მანჩესტერ სიტისთან" 1:2 წააგო.
ლივერპული. "ენფილდი.
ლივერპული - უოტფორდი 2:0
გოლები: 1:0 სალაჰი (38), 2:0 სალაჰი (90)