ეს რა დღეშია "მანჩესტერი" - აუტსაიდერმა მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-18 ტურში "მანჩესტერი" სტუმრად 0:2 დამარცხდა აუტსაიდერ "უოტფორდთან".

ანგარიში მეკარე დე ხეას შეცდომის შემდეგ სარიმ გახსნა, ცოტა ხანში კი სარიმ პენალტი მოიპოვა და დინიმ მეორე გოლი გაიტანა.

"მანჩესტერი" 25 ქულით მე-8 ადგილზეა, ლიდერ "ლივერპულს", რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 24 ქულით ჩამორჩა (!) და 26 ნოემბერს "ნიუკასლს" უმასპინძლებს.

მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა "იუნაიტედის" ნახევარმცველი პოლ პოგბა, რომელსაც ტრავმის გამო 30 სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია.

უოტფორდი. "ვიკარეჯ როუდი". 21 488 მაყურებელი
უოტფორდი - მანჩესტერი 2:0
გოლები: 1:0 სარი (50),
2:0 დინი (54, პენ)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული