გაუქმებული გოლი, ავტოგოლი, პენალტი - "ტოტენჰემი" აუტსაიდერთან წაგებას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-20 ტურში "ტოტენჰემმა" გასვლაზე აუტსაიდერ "ნორვიჩთან" ფრეს (2:2) მიაღწია.

მატჩი ფრიად თვალსასეირო გამოვიდა, იყო მასპინძელთა თავდამსხმელ ტეემუ პუკის მიერ გატანილი გოლის გაუქმება (აშკარად საკამათო, რადგან ისე ჩანდა, რომ თამაშგარე მდგომარეობას ადგილი არ ჰქონდა), სტუმართა გუნდის მცველ სერჟ ორეს ავტოგოლი და პენალტი, რომლითაც ჰარი კეინმა "დეზებს" 1 ქულა მოუპოვა.

"ტოტენჰემი" 30 ქულით ჯერჯერობით მეხუთე ადგილზეა, პირველ იანვარს კი გასვლაზე "საუთჰემპტონს" შეხვდება.

კეინმა ინგლისის ჩემპიონატზე 200 შეხვედრაში 136-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

"ტოტენჰემმა" მიმდინარე ტურნირზე 4 ავტოგოლი გაიტანა და ამ
მაჩვენებლით "ლიდერია".

ნორვიჩი. "კაროუ როუდი". 27 072
ნორვიჩი - ტოტენჰემი 2:2
გოლები: 1:0 ვრანჩიჩი (18), 1:1 ერიკსენი (55), 2:1 ორე (61, საკ. კარში), 2:2 კეინი (83, პენ)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული