"ვესტ ჰემში"ცვლილებაა: პელეგრინის ნაცვლად გუნდი მოიესმა ჩაიბარა

AutoSharing Option
გადაყენებული მანუელ პელეგრინის ნაცვლად "ვესტ ჰემის" მწვრთნელად დევიდ მოიესი დანიშნეს.

შოტლანდიელ სპეციალისტს კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს.

მოიესი "ჩაქუჩებს" 2017/18 წლების სეზონში ხელმძღვანელობდა და მას შემდეგ უმუშევარი იყო.

მან აღნიშნა, რომ სახლში დაბრუნებამ უსაზღვროდ გაახარა; ერთი სული აქვს, მუშაობას როდის შეუდგება, ახლა მის განკარგულებაში უკეთესი ფეხბურთელები არიან და მოგებები უნდა დაიწყონ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული