აგუერო: ინგლისის ჩემპიონობა? ჯობს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ვიბრძოლოთ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" არგენტინელმა თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ კომენტარი გუნდის ინგლისის პრემიერლიგურ მიზნებზე გააკეთა.

"ამ ეტაპზე, "ლივერპულის" დაწევა ძალიან რთული ამოცანაა. ჯობს, კონცენტრაცია ჩემპიონთა ლიგის საგზურზე მოვახდინოთ და ამისთვის ვიბრძოლოთ.

ვალდებულები ვართ, ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ ტურნირზე მომავალ წელსაც ვითამაშოთ. ყველა შეხვედრაში კარგად უნდა ვითამაშოთ. ვნახოთ, რა გამოგვივა", - აღნიშნა აგუერომ "როიტერსთან" საუბრისას.

ინგლისის პრემიერლიგას "ლივერპული" 55 ქულით ლიდერობს, ხოლო მესამეადგილოსან "სიტის" 41 ქულა აქვს და მერსისაიდელებზე ერთით მეტი ჩატარებული მატჩიც.

მომდევნო ტურში "სიტი" "ევერტონს" უმასპინძლებს, ხოლო "ლივერპული" - "შეფილდ იუნაიტედს".


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული