პეპ გვარდიოლა: "ბარსელონას" შემდეგ ყველა სეზონი ჩავაგდე

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ESPN-ის ჟურნალისტის კითხვას გასცა პასუხი.

- თქვენ თქვით, რომ ორი შესანიშნავი სეზონის შემდეგ, ხშირად წაგებები ნორმალურია. თვლით თუ არა, რომ ეს სეზონი გარკვეულწილად ჩააგდეთ?
- მე სრულად გეთანხმებით, ჩემო მეგობარო. სრულად.

როგორც წესი, ყოველ წელს ჩავარდნას ვგრძნობ, "ბარსელონაში" პირველი სეზონის შემდეგ, როდესაც 6 ტურნირი მოვიგეთ. ამის მერე ყოველი სეზონი ჩავაგდე. გეთანხმებით.

2009 წელს "ბარსამ" გვარდიოლას ხელმძღვანელობით ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და უეფას სუპერთასი მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული