აგუეროს აღმა ხნული, ფერნანდინიომ დაღმა ფარცხა - "სიტის" მოდელებთან "განტვირთვა" არ წაადგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 იანვარს, პრემიერლიგის 23-ე ტურში "მანჩესტერ სიტი"მოულოდნელად სახლში დაუზავდა "კრისტალ პალასს" - 2:2.

მასპინძლები თავიდან აგებდნენ, შემდეგ აგუერომ დუბლით დააწინაურა, თუმცა ბოლოს მათმა ნახევარმცველმა ფერნანდინიომ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

შეგახსენებთ, გასულ ტურში ბირმინგემში" "ასტონ ვილას" განადგურების (6:1) შემდეგ "ქალაქელებმა" მილანიდან 22 მოდელი ჩაიყვანეს და გვარიანად მოულხინეს.

"სიტი" 48 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ლივერპულს", რომელსაც 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 13 ქულით ჩამორჩება და 21 იანვარს სტუმრად "შეფილდ იუნაიტედს" დაუპირისპირდება.

აგუერომ პრემიერლიგაზე 179 გოლი გაიტანა, ფრენკ ლამპარდს
გაასწრო და ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში მეოთხე ბომბარდირია - ალან შირერის რეკორდამდე 81 გოლი აკლია.


მკითხველის კომენტარები / 1 /
Sul interesit vukureb am fexburtelis tamashs, ritia exla es kaci suaresse naklebi, grizmanze naklebi da kidev bevr sxvaze, magram ragacnairad chrsilshia sul titqos, arada umagles chempionatshi tamashobs umagles donese clebia ukve
Milani
17:52 19-01-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული