კევინ დე ბრუინმა პრემიერლიგაში უნიკალური მიღწევა აჩვენა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ბელგიელი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი პრემიერლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 3 სეზონში მინიმუმ 15 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

28 წლის დე ბრუინისათვის მიმდინარე სეზონში მე-15 საგოლე პასი აგუეროსათვის გაკეთებული გადაცემა აღმოჩნდა, რის შედეგადაც არგენტინელმა ცარიელ კარში გაიტანა და "სიტის" "შეფილდთან" მოაგებინა. 2016/17 წლების სეზონში ბელგიელმა 16 საგოლე პასი გააკეთა, 2017/18 წლის სეზონში კი - 18.

კევინ დე ბრუინი მანჩესტერულ კლუბში 2015 წელს "ვოლფსბურგიდან" გადავიდა. "ქალაქელებთან" ერთად ბელგიელი ორჯერ გახ
და ინგლისის ჩემპიონი. პრემიერლიგის წლევანდელ სეზონში 23 მატჩი ჩაატარა და 15 საგოლე პასის გარდა, 8 გოლი გაიტანა.

alt"მანჩესტერ სიტიმ" აგუეროს გოლით იმარჯვა და მეორე ადგილზე პოზიცია გაიმყარა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
მე-16 იყო
ბაჩო
19:07 22-01-2020
0

სიახლეები პოპულარული