დანიელ სებალოსს "არსენალის" დატოვება უნდა

AutoSharing Option
ნახევარმცველ დანიელ სებალოსს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე "არსენალის" დატოვება უნდა.

ესპანელ ფეხბურთელს ისეთ გუნდში გადასვლა სურს, სადაც ევროპირველობის წინ სათამაშო პრაქტიკა ექნება.

"მარკას" ცნობით, მისი სამსახურით "ვალენსია" და "მილანი" არიან დაინტერესებულნი.

სებალიოსი "არსენალში" "რეალიდანაა" განათხოვრებული და თამაში იშვიათად უწევს - ამ სეზონში 17 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული