კლოპი კორონავირუსზე: რატომ მეკითხებით? ბეისბოლის ქუდი მახურავს და გაუპარსავი ვარ!

AutoSharing Option
"ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა "ჩელსისთან" ინგლისის თასის 1/8-ფინალური მატჩის შემდეგ (0:2) "ინდეპენდენტის" ჟურნალისტს კორონავირუსზე დასმულ კითხვაზე უპასუხა:

"მისმინეთ, მე არ მომწონს, რომ ცხოვრებაში სერიოზულ საკითხებზე ფეხბურთის მწვრთნელის აზრი მნიშვნელოვანია. აზრი არა აქვს, რას ლაპარაკობენ ცნობილი ადამიანები. ამ საკითხს სწორად უნდა მივუდგეთ. ჩემნაირი უცოდინარი ხალხი ამას არ უნდა განიხილავდეს. ასეთი მიდგომა არ მესმის.

იმათი ციტირებაა საჭირო, ვინც ამაში ერკვევა და არა ფეხბურთის გუნდის მწვრთნელისა. პოლიტიკაში ვერ ვერკვევი, კორონავირუსშიც... ასეთ კითხვებს რატომ მისვამთ? ბეისბოლის ქუდი მახურავს და გაუპარსავი ვარ!".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჯიგარი
lsd
05 მარტი 2020 11:39
0
აბა კითხეთ ჩვენს მსახიობებს, მომღერლებს, მოჭიდავეებს, მუდელებს თუ არ არის შესაძლებელი ადამიანი ყველაფრის მცოდნე იყოს?
შაკო
05 მარტი 2020 11:27
2
მაგარი კრეატიული ტიპია. ანუ ამბობს, რომ მე ჩემს საქმეს ვაკეთებო (ანუ რაშიც პროფესიონალი ვარო) და სხვა სფეროში სჯობს მაგ სფეროს ექსპერტებს ჰკითხოთო.
კლოპის ნათქვამი დაახლოებით იგივეა რაც ცნობილი ქართული ანდაზა: "პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო"
სიმართლე
05 მარტი 2020 10:44
0
თითქოს ძალიან მარტივი რამე თქვა,მაგრამ 99.99% როგორც წესი თავის "კომპეტენტურ" აზრს გამოთქვამს ხოლმე: "ვერ ვერკვევი/არ წამიკითხავს/არ მომისმენია, მაგრამ ეს ასე იქნება".
შეტევა
05 მარტი 2020 10:27
0
რა მაგარი ტიპი ყოფილა. ჭ კლასის გუნდი რომ ჩაიბაროს იმასაც ვუქომაგებ.
!!!!!!
05 მარტი 2020 09:10
0
ესეთი სწორი პასუხები ნეტა ჩვენს პოლიტიკოსებს ქონდეთ:))
ბოკინიო
04 მარტი 2020 20:10
1

სიახლეები პოპულარული