ორიგინალური "ლივერპული": ვერნერს მოიყვანენ და იმავე სეზონში უკან გაუშვებენ?

AutoSharing Option
"ლივერპული" ტიმო ვერნერით დიდი ხანია ინტერესდება. ადრე ინგლისელებმა 55 მილიონი ევროს სანაცვლოდ თამაშიც კი შესთავაზეს...

თუმცა ამჯერად ინგლისელები ძალებს არ იშურებენ და შეეცდებიან, ტიმო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეიძინონ, თუმცა მათ თავიანთვისაც და "ლაიპციგისთვისაც" სარფიანი გეგმა აქვთ.

Bild-ის ცნობით, "ლივერპული" ვერნერს შეიძენს და იმავე სეზონში "ლაიპციგს" იჯარის სახით დაუბრუნებს. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ინგლისელების თავდასხმაში მოჰამედ სალაჰი, სადიო მანე და რობერტო ფირმინო არიან.

წყაროს ცნობით, მერსისაიდელებს არ სურთ, ვერნერი სათადარიგო სკამზე იხილონ. ამიტომ ისინი მზად არიან, ტიმო გერმანულ კლუბს
ერთი სეზონით დაუბრუნონ.

ვერნერის მომსახურებით, ასევე, კატალონიის "ბარსელონა" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდებიან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული