"ბირმინგემის" ცენტრალური ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი ძალიან ახლოს არის "იუნაიტედში" გადასვლასთან.
Sky Sports-ის ინფორმაციით, ფეხბურთელი თავის მშობლებთან ერთად "იუნაიტედის" სავარჯიშო ბაზას უკვე ეწვია. ტრანსფერი "წითელ ეშმაკებს" დაახლოებით 40 მილიონი ევრო დაუჯდებათ.
აღსანიშნავია, რომ ნახევარმცველი "ბირმინგემის" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი ფეხბურთელია - 16 წლისა და 38 დღის; ასევე, ჩემპიონშიპის ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი. "სტოკ სიტისთან" გამართულ შეხვედრაში გადამწყვეტი გოლი სწორედ ჯუდმა გაიტანა და "ბირმინგემმა" მოწინააღმდეგე 2:1 დაამარცხა.
ამ სეზონში ბელინგემმა 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 4 გოლი და 3 ასისტი განახორციელა.
"ბირმინგემი"
მე-16 ადგილზე 47 ქულით განთავსდა.