სოლსკიაერი: სავარჯიშო პროცესში ფეხბურთელების ცოლებიც უნდა ჩაერთონ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა ფეხბურთელებს კლუბის ოფიციალური საიტის მეშვეობით, რეკომენდაციები მისცა, თუ როგორ უნდა შეინარჩუნონ ფორმა კარანტინში ყოფნის დროს.

"ბუნებრივია, ფეხბურთელებმა დიეტისა და ვარჯიშის ინდივიდუალური ინსტრუქციები მიიღეს. მათ იმ ნაწილზე უნდა იმუშაონ, რაც მოედანზე ინდივიდუალური ფუნქციების უკეთ შესასრულებლად დაეხმარებათ.

მე ბავშვებთან ერთად ბაღში ვთამაშობდი და შეტევის დასრულებაზე ვვარჯიშობდი. ჩვენმა ფორვარდებმა დასკვნით ფაზასა და მოძრაობაზე უნდა იმუშაონ.

ძალიან ბევრ ფეხბურთელს კარგი პირობები აქვს სახლში, დიდი ბაღები, ისეთი, სადაც ცოლებსა და მეგობარ გოგონებთან ერთად ჩაწოდებებზე მუშაობა შეუძლიათ", - განაცხადა
სოლსკიაერმა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ზოგჯერ როგორ ჭედავენ ეს გამ....ბი ძმასთან მეგობართან ერთად მეზობელთან ერთად ნათესავთან არ შეიძლება...
კახა
18:42 01-04-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული