რუნი ხელფასების შემცირებაზე - ფეხბურთელები განტევების ვაცები რატომ უნდა იყვნენ?

AutoSharing Option
"დერბი ქაუნთის" თავდამსხმელმა ვეინ რუნიმ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა კორონავირუსის პენდემიის გამო ფეხბურთელებისთვის ხელფასების შემცირებაზე.

"ხელისუფლებას ჩემთვის თხოვნით რომ მოემართა, სიამაყით დავეხმარებოდი ექიმებს, მედდებს და მათთვის აუცილებელ ნივთებს ვიყიდდი. ამას იქამდე გავაკეთებდი, სანამ მეცოდინებოდა, თუ სად მიდის ჩემი გადახდილი თანხა.

მე მაქვს ამის საშუალება, თუმცა ყველა ფეხბურთელი ჩემ მდგომარეობაში არაა. არა და ყველასგან ხელფასების 30%-ით შემცირებას ითხოვენ. ფეხბურთელები რატომ უნდა იყვნენ განტევების ვაცები?

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები, უბრალოდ სირცხვილია. მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხა
და, რომ ინგლისის პრემიერლიგის ფეხბურთელებს ხელფასები უნდა შეუმცირდეთ, არა და კორონავირუსის პანდემიის შესახებ ბოლო ცნობები უნდა გაეცნო საზოგადოებისთვის. საერთოდ, რატომ ფიქრობდა ფეხბურთელების ხელფასებზე? ნუთუ, ქვეყანაში არსებული ვითარებიდან ფოკუსის ფეხბურთელებზე გადატანა სურდა?

ისიც გამიკვრიდა, რომ ხელფასების შემცირება საჯარო გახდა, არა და დაკეტილი კარს უკან უნდა დარჩენილიყო. რატომ მოხდა ასე? ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ფეხბურთელების კუთხეში მიმწყდევა უნდათ. ჩვენ მათთვის დაბალი ღობე აღმოვჩნდით.

დიდი კლუბებისაგან ხელფასების შემცირებას არავინ ითხოვს. თუ იმის თქმა გინდათ, რომ "მანჩესტერ სიტისა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" გადარჩენისთვის ასეთი ზომების მიღება სჭირდებათ, მაშინ ფეხბურთი იმაზე უფრო ცუდ მდგომარეობაში ყოფილა, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია,"- თქვა რუნიმ The Sunday Times-სთან საუბარში.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ხელისუფლებას ჩემთვის თხოვნით რომ მოემართა, სიამაყით დავეხმარებოდი ექიმებს, მედდებს და მათთვის აუცილებელ ნივთებს ვიყიდდი.

ხელისუფლებამ რატომ უნდა მოგმართოს?! შენ ვერ უნდა მოიფიქრო?!!!

დებილს კი გამგვანებდი ამდენი ხანი შენი გამომეტყველებიდან გამომდინარე და ახლა უკვე მართლა დადასტურე!!
არა მკითხე მოამბე
18:05 05-04-2020
5
ვისაც ბევრი აქვს, ის უფრო ტირის.:)
0

სიახლეები პოპულარული