ბრიტანული The Sun-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტისა" და ინგლისის ნაკების მცველმა კაილი უოკერმა გასულ კვირას, კარანტინში საღამო ორ მეძავთან ერთად გაატარა.
ფეხბურთელმა მეგობართან ერთად კარანტინი იჯარით აღებულ სახლში მოაწყო, რაც 8000 ფუნტი დაუჯდა. გუშინ, 4 აპრილს, კი უოქერმა საზოგადოებას ნაკლები კონტაქტისა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
ამის პარალელურად, კი ახალგაზრდა მამაკაცებმა 2200 ფუნტი გოგონებს გადაუხადეს, რომლებიც 23:00 საათზე მივიდნენ და დაახლოებით, 02:00 საათზე დატოვეს სახლი.
თავად უოქერმა აღნიშნული შემთხვევის გამო ბოდიში მოიხადა, ხოლო კლუბმა იმედგაცრუების წერილი გაავრცელა. მოსალოდნელია, რომ მცველს დიდი ჯარიმა
დაეკისრება.