ის ჯენლტმენი და ოჯახის კაცი მეგონა, არა და... - ემერის ექს მეგობარი გოგონა

AutoSharing Option
უნაი ემერის ყოფილმა მეგობარმა გოგონამ საშა რაითმა The Sun-თან ინტერვიუში ლონდონის "არსენალის" ყოფილ მთავარ მწვრთნელზე ისაუბრა.

"მე მას ვენდობოდი და მჯეროდა, რომ დავქორწინდებოდით და ერთ დღეს შვილებიც გვეყოლებოდა. მეგონა, ის ნამდვილი ჯენლტმენი და ნამდვილი ოჯახის კაცი იყო. თუმცა, ბოლოს მივხვდი, რომ ის სერიოზული ურთიერთობებისთვის მზად არ იყო.

"არსენალიდან" გაგდების შემდეგ ყველაფერი მე დამაბრალა. თეთრი კუდიანი მიწოდა და განმიცხადა, რომ მისთვის მხოლოდ წარუმატებლობა მომქონდა. მითხრა: "ჩვენი განშორების დღიდან დავიწყეთ წაგება." უნაიმ დაამატა, რომ განშორებას ძალიან განიცდიდა,"- განაცხადა საშამ.

უნაი ემერი და
რაითი ერთმანეთს სექტემბერში დაშორდნენ, ხოლო ნოემბერში ესპანელი სპეციალისტი "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მიაბრძანეს.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯენლტმენი?
0

სიახლეები პოპულარული