
ის სტივენ ჯერარდს ჩაანაცვლებს, რომელიც კლუბიდან 1 კვირის წინ დაითხოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბირმინგემელები მის სანაცვლოდ ესპანურ კლუბს გამოსასყიდის სახით 6 მილიონ ევროს გადაუხდიან, თავად ემერი კი საქმეს 1-ელი ნოემბრიდან შეუდგება.
შეგახსენებთ, რომ ემერი პრემიერლიგაში უკვე მუშაობდა და 2018/19 წლების სეზონში "არსენალს" ავარჯიშებდა.