ედენ აზარსაც და "რეალის" ხელმძღვანელობასაც ესმით, რომ მათი თანამშრომლობა დასასრულს უახლოვდება და მხარეები მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ტრანსფერის საკითხს განიხილავენ.
"სამეფო კლუბი" იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილება ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება.
Defensa Central-ის ცნობით, აზარით "ასტონ ვილაა" დაინტერესებული. ბირმინგემული გუნდის ახალ მწვრთნელ უნაი ემერის მიაჩნია, რომ ედენს შეუძლია შეტევის ლიდერი გახდეს.
31 წლის აზარმა ამ სეზონში ლა ლიგის 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა.