ხუან მატა: ის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი იყო

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელმა ნახევარმცველმა ხუან მატამ განაცხადა, რომ მადრიდის "რეალის" შემტევი ედენ აზარი ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

"საუკეთესო უდავოდ ედენ აზარი იყო. მე ძალიან მომწონდა, როგორც მასთან ერთად, ისე მის წინააღმდეგ თამაში. ჩემთვის ის წლების განმავლობაში ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ.

ედენს შეხვედრების მოგება მარტოს შეეძლო. მასთან ერთად ვვარჯიშობდი და ვიცი, რამდენად კარგი ფეხბურთელია. "რეალში" მას ტრავმების მხრივ არ გაუმართლა, თუმცა დარწმუნებული ვარ, თავის ნამდვილ დონეს აჩვენებს, როცა ფორმაში შევა", - განაცხადა ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა შემტევმა.

მომზადებულია manutd.com-ის მიხედვით

მატა: ის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი იყო" style="height: 50px; width: 50px;" />ხუან მატა: ახლაც, ყოველი მატჩის წინ დედას ვურეკავ

altდონალს ტრამპთან შეხვედრამდე ხუან მატა ბილ გეიტსს მაგიდის ფეხბურთი ეთამაშა [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 1 /
ქართული კლუბებიც შევლენ ჯგუფში როცა ფორმაში იქნებიან :D
ნოდო
16:03 14-04-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული