ინგლისის პრემიერლიგის კლუბების ხელმძღვანელები მორიგ შეხვედრას პარასკევს გამართავენ, სადაც განიხილავენ ჩემპიონატის გაგრძელების ვარიანტებს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულია.
პრემიერლიგის კლუბების უმრავლესობა იმ აზრზე თანხმდება, რომ ჩემპიონატი ნებისმიერ ფასად 30 ივნისამდე უნდა დასრულდეს. ეს ის თარიღია, როცა ფეხბურთელების ნაწილს კონტრაქტები უმთავრდებათ და გუნდიდან წასვლა უფასოდ შეუძლიათ.
მიუხედავად იმისა, რომ ფიფამ რეკომენდაცია გასცა, კლუბებმა ფეხბურთელებს კონტრაქტები გაუხანგრძლივონ კორონავირუსის პანდემიის დასრულებამდე, გუნდების ხელმძღვანელები შიშობენ, რომ თუ სეზონი აგვისტომდე გაგრძელდება, ფეხბურთელები აუცილებლად წავლენ.